მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამ თვეში უაქციზო თამბაქოს შენახვა-რეალიზაციის 575 ფაქტი გამოავლინეს

624da0cbac46f
მარიამ ვარადაშვილი
06.04.22 18:21
812
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 34 588 კოლოფი და 90 კილოგრამამდე უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 575 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობითვე, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ. 419 ფაქტზე სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. 3 ფაქტთან დაკავშირებით კი საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად 153 ფაქტი ჩაითვალა და ამოღების ოქმები შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები