მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კითხვებს არ ველოდები - ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე, რომელიც „ქართული ოცნებაში“ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, "პირადი განცხადების საფუძველზე" 10 ნოემბერს გადადგა.

სატელეფონო კომენტარში „ფორმულასთან“ ის აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პირადი მიზნებიდან გამომდინარე მიიღო.

მისივე თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კითხვებს არ ელოდება.

„გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დავასრულე სახელმწიფო სამსახურში მუშაობა.

კითხვები ჩემთან მიმართებით არაფერი ყოფილა, მხოლოდ მედიასაშუალებებს ჰქონდათ ხოლმე, ისიც არალოგიკური და გაურკვეველი კითხვები. [არ ელოდებით, რომ ახლო მომავალში შეიძლება გამოძიება დაინტერესდეს?] რა თქმა უნდა, არ ველოდები.

[რომ გამოძიება, მაგალითად თქვენი დეკლარაციით და საქმიანობით დაინტერესდება, ამის მოლოდინი არ გაქვთ?] რომ იცოდეთ, დეკლარაციას ყოველ წელს ვავსებდი და ჩემს დეკლარაციას ამოწმებდა სპეციალური სამსახური ყოველწლიურად. ყოფილა შემთხვევა, რომ დამიშვია შეცდომა, ამაზე ჯარიმაც გადამიხდია, მაგრამ იმის მიღმა ჩემს დეკლარაციასთან ან ჩემს ქონებასთან მიმართებით კითხვები არ ჰქონიათ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დეკლარაციაში შეცდომა ბევრს დაგვიშვია და მე, თუ არ ვცდები, ორჯერ მომიწია ჯარიმის გადახდა იმიტომ რომ არასწორად მქონდა მითითებული რაღაც“, – ამბობს ხმალაძე.

რა ქონებით დატოვა საჯარო სამსახური ირაკლი ხმალაძემ? - დეკლარაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები