მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართლებრივად, ლეგალურად ხდება გადასახადებისგან თავის არიდება - პაატა შურღაია "ოფშორების" კანონზე

Grant Thornton

ლეგალური და სამართლებრივი გზებით გადასახადებისგან თავის არიდების წარმოუდგენელი მასშტაბი - ასე აფასებს "გრანთ თორნთონ საქართველოს" თანამმართველი პარტნიორი, პაატა შურღაია BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლითაც, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.

შურღაია ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკაში" ამბობს, რომ ასეთი რამ არც ერთი ქვეყნის ისტორიაში არ მომხდარა. საქართველო კი, ახალი ოფშორული ზონის შექმნით დაკარგავს შანსს, გახდეს ევროკავშირის წევრი.

" საზოგადოება ყოველთვის წაგებული იქნება, თუ აქცენტებს პოლიტიკაზე გავაკეთებთ. დღესაც, ჩვენ მივიღეთ ისეთი კანონო, ე.წ. ოფშორულ ზონებზე, რომ ლეგალურად ასეთი დიდი ფულის გაკეთების მასშტაბი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. წარმოუდგენელი რამეა ეს კანონი. სამართლებრივად, ლეგალურად როგორ ხდება გადასახადებისგან თავის არიდება. ასეთი რამ, არც ერთი ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა. მე, უამრავ მსჯელობაში ვიყავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით ამჟამინდელ მინისტრთან ერთად [ლაშა ხუციშვილთან].

პირიქით, რაც უფრო მეტად ამცირებ გადასახადს, ევროკავშირის მიმღებლობის ხარისხი მაღალი არ არის. თუ ჩვენთან ოფშორული ზონა შეიქმნა და ყველაფერი გადასახადისგან გავათავისუფლეთ, ვერ შევალთ ევროკავშირში, იმიტომ, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში ევროკავშირთან შედარებით უფრო მარტივი ვერ იქნება. უფრო გასაგები რომ იყოს, არ შეიძლება ასეთი მკვეთრი იყოს სხვაობა", - აცხადებს შურღაია.

პროფესორი ამბობს, რომ კანონის ასახსნელად სხვა დეფინიცია არ არსებობს, ეს არის კლეპტოკრატთა, კრონი კაპიტალიზმი.

ცნობისთვის, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მის ბიზნეს ოპერაციებს ოფშორების გავლით ახორციელებს, რადგანაც “ქართუ ბანკი”, “ტურიზმის განვითარების ფონდი” თუ “თანაინვესტირების ფონდი” იურიდიულად ოფშორული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები