მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართლებრივი თვალსაზრისით მოკვლევა კვლავაც გრძელდება - კობახიძე დენის სისტემურ გათიშვაზე

ირაკლი კობახიძე

პირადად მაქვს ინფორმაცია სამივე შემთხვევასთან დაკავშირებით, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით მოკვლევა კვლავაც გრძელდება - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სისტემურ გათიშვაზე დასმულ კითხვას.

"დაველოდოთ ოფიციალური მოკვლევის შედეგებს. კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. პირველ ორს ჰქონდა ერთი მიზეზი, მესამეს ჰქონდა სხვა მიზეზი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებამ სჯობია გაავრცელოს ინფორმაცია", - განაცხადა კობახიძემ.

2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც, გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა, ხოლო GWP-ის სატუმბო სადგურის გათიშვამ მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები