მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამბრელა” ბლოკჩეინზე დაფუძნებულ თამაშის შექმნაზე მუშაობს

625fe05c54c14
სალომე ჭიპაშვილი
21.04.22 10:15
807
ციფრული ტექნოლოგიების სტარტაპი „სამბრელა“, რომელიც მობილური თამაშების დეველოპმენტზეა სპეციალიზებული, საქართველოში სწორედ მაშინ დაფუძნდა, როდესაც ჯერ კიდევ მსოფლიოში Hyper Casual Games ახალი ტრენდი იყო და ცხადია, საქართველოშიც არავინ იყო, ვინც ამ ტიპის თამაშებს ქმნიდა. „სამბრელამ“ ნიჭიერი და პერსპექტიული დეველოპერების გუნდი შეკრიბა და ამ ხნის განმავლობაში 25 მობილური თამაში შექმნა.

„სამბრელას“ მიერ შექმნილ პირველივე თამაშს 300 000 ჩამოტვირთვა ჰქონდა. ამან საბოლოოდ დაარწმუნა სტარტაპერები, რომ ამ საქმის თამამად გაგრძელება შეიძლებოდა და, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, პირველ ბლოკჩეინთამაშის შექმნაზეც დაიწყეს მუშაობა.

"ამასობაში კომპანია გაიზარდა და მრავალწლიანი გეიმდეველოპმენტის გამოცდილებით ექვსი თვის წინ ახალ პროექტზე მუშაობაც დავიწყეთ. ეს იქნება პირველი „ჰაიფერ ქეჟუალ“ თამაში დაფუძნებული ბლოკჩეინტექნოლოგიაზე, სახელწოდებით - Arena Master”, - განაცხადა bm.ge-სთან საუბარში „სამბრელას“ საოპერაციო დირექტორმა მარიამ გიორგობიანმა.

მისივე თქმით, NFT მიმართულებით თამაშს 25 ძირითადი პერსონაჟი ეყოლება. ასევე კომპანია გამოუშვებს საკუთარ ტოკენს, სახელწოდებით - „არენა მასტერ ტოკენი“, რომლის დახმარებით მომხმარებელს თამაშში შესვლა შეეძლებათ.

"მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „თიბისი სტარტაპერის“ მხარდაჭერა რომ არა, ასე მოკლე ხანში ამდენი პროექტის შექმნას ვერ შევძლებდით. ის დაწყების დღიდან ძალიან ბევრი მიმართულებით გვეხმარება, მათ შორის „სამბრელას“ ცნობადობის გაზრდის მიმართულებითაც", - აღნიშნა მარიამ გიორგობიანმა.

Arena Master-ის პირველი ვერსია ივნისის ბოლოს გამოვა, რომლის დეველოპმენტისთვის, რამდენიმე საინვესტიციო რაუნდის დახმარებით, საერთო ჯამში $1.032 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდება.

„ჩვენ გვინდა, წლის ბოლომდე Arena Master ყველა დონით, სირთულეებითა და ტექნოლოგიებით გვქონდეს დასრულებული, ასევე ვგეგმავთ თამაშის „ვეარში“ გადატანას, რაც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას თამაშში უფრო რეალურად ჩაერთოს“, - განაცხადა „სამბრელას“ საოპერაციო დირექტორმა.

„სამბრელას“ სხვა სამომავლო გეგმებში გეიმდეველოპერებისთვის მუდმივი ტრენინგების გამართვაც შედის. სტაჟირების გავლის შემდეგ, კომპანია მათ „სამბრელაშივე“ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები