სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO), რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის იმუშავებს, კონკურსს სამ პოზიციაზე აცხადებს. ინტერმუნიციპალური ააიპ–ი კონკურსით აღმასრულებელ დირექტორს, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერს, ასევე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერს შეარჩევენ. საკონკურსო კომისია მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. ახალი ააიპ–ი რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.


































