ბორჯომი ტივის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ერუშეთის ეროვნული პარკი მოეწყობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში იქმნება ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი, 11 680,5 ჰა ტერიტორიაზე, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.
http://borjomi.tv/axali-ambebi/article/7101-samckhejavakhethshierushethiserovnuliparkimoetsyoba.


































