მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გიორგი გახარიას და ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართავს

5f326173a96b5
BM.GE
11.08.20 13:12
1226
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ქვეყნის პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართავს. წერილში 31 დარგობრივი ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან რეგულირების სააგენტოს 29.03.2019 შემოწმების აქტის გადახედვას და საკითხის ხელახალ შესწავლას მოითხოვს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორის გიორგი ლობჟანიძის და ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 6 აგვისტოს გაიმართა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება, რომელზეც განხილულ იქნა ექიმ ვახტანგ ყიფიანის მიერ წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს.

პირველ რიგში, გვინდა დავაფიქსიროთ რამდენიმე მოსაზრება:

მოქმედი რეგულაციების მიხედვით ბრალდებულ პირებს როგორც კლინიცისტებს კანონი არ დაურღვევიათ. მით უმეტეს, მათ მოქმედებაში არ იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. თუ დარღვევა დაფიქსირდა ადმინისტრაციული კუთხით, ბუნებრივია მასზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება;

წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს. უფრო მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს დიდ საფრთხეს სამედიცინო განვითარებისთვის. ბრალდებული პირები გამოძიების დროს, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიურად თანამშრომლობდნენ შესაბამის ორგანოებთან. ამ ხნის მანძილზე არ დაფიქსირებულა არც ერთი ქმედება, რაც გააჩენდა ბრალდებულების მიმალვის, გაუჩინარების ან მტკიცებულების დაფარვის სულ მცირე, თეორიულ შანსსაც კი;

თავად ფორმა როგორც მოხდა ექიმების დაკავება, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი.

ვინაიდან ვახტანგ ყიფიანის საქმეში ფიგურირებს არალიცენზირებული სამედიცინო საქმიანობის საკითხი, გაერთიანება საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს შემდეგ გარემოებებზე, რეგულირების სააგენტოს 29.03.2019 შემოწმების აქტში ვკითხულობთ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის N01/8/ნ ბრძანების დანართი 15-ის მიხედვით დიაგნოზზე ჩარევის უფლება აქვს ექიმს, რომელსაც აქვს სერტიფიკატი ორთოპედია ტრავმატოლოგიაში. გვინდა განვმარტოთ, რომ ოსტეოიდ-ოსტეომის მკურნალობის გავრცელებული ორი მეთოდიდან: ა) წარმონაქმნის ქირურგიული რეზექცია და ბ) წარმონაქმნის რადიოსიხშირული აბლაცია, მხოლოდ პირველი წარმოადგენს ორთოპედ-ტრავმოტოლოგის კომპეტენციას. მაგრამ ცალსახაა, რომ რადიოსიხშირული აბლაცია არ იფარება ორთოპედ-ტრავმატოლოგიის სპეციალობით.

ზემოთქმული დასტურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის „საექიმო კომპეტენციის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 30 მარტის N01/8-ნ ბრძანებით განსაზღვრული ორთოპედია-ტრავმატოლოგის პროფესიული კომპეტენციებით (დანართი #15). ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას აქვს შესაბამისი NSCP კოდი, ხოლო N01/8-ნ ბრძანება კომპეტენციების ამტკიცებს ICD 10 დიაგნოზების მიხედვით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სამედიცინო ჩარევების მიხედვით კომპეტენციათა დიფერენცირებას, მითუემტეს როდესაც საქმე ეხება ჩარევის სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს. სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორის NSCP-ის მიხედვით სამედიცინო ჩარევა კოდით NASR 99 არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას, რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკავებულ ვახტანგ ყიფიანს. უფრო მეტიც, მეორე ოპერაციის დროს, როდესაც მოხდა გართულება ანესთეზიის დროს, ქირურგიული სამედიცინო მანიპულაცია საერთოდ არ განხორციელებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით გადაიხედოს სააგენტოს 29.03.2019 შემოწმების აქტი და მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მოთხოვნა შეთანხმებული და დადასტურებულია შემდეგი ასოციაციების მიერ:

„საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია“ გიორგი ინგოროყვა;

„უროლოგთა ასოციაცია“ არჩილ ჩხოტუა;

„საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა“ - თენგიზ ასათიანი;

„საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია“ - ნიკოლოზ კინტრაია;

„საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია“ - გურამ მენთეშაშვილი;

„საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია“ - ზაზა ლაზარაშვილი;

საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი - სტოკ - ვაჟა გაფრინდაშვილი;

ალიანსი კიბოს წინააღმდეგ - მიხეილ ჯანჯალია;

სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი - გიორგი ჩახუნაშვილი;

საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია - სულხან ლომინაძე;

საქართველოს ქირურგთა ასოციაცია - გელა არაბიძე;

საქართველოს ნეონტოლოგთა ასოციაცია - ია დავითაია;

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია - კახაბერ ევადაშვილი;

საქართველოს დიალიზის ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი - ირმა ჭოხონელიძე;

საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია - გიორგი ჩიჩუა;

რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია - დარეჯან ლომიძე;

საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია - გიორგი გოცაძე;

საქართველოს ჰეპათოლოგთა ასოციაცია - თამარ ყანდაშვილი;

საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია - დავით გორდელაძე;

მერაბ კილაძის სახელობის საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია - დავით აბულაძე;

საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია - მალხაზ მიზანდარი;

ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია - ნინო ოკრიბელაშვილი;

საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია - ზურაბ ფაღავა;

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია - ლიკა ჯანაშვილი;

ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება - ლიკა ჯანაშვილი;

ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია - ლუიზა გაბუნია;

საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა - ცოტნე სამადაშვილი;

ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა - ლია სირაძე;

საქართველოს სასწრაფო დახმარების ექიმთა ასოციაცია - გიორგი ვაშაკიძე;

საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია - შალვა რცხილაძე;

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია - გია თომაძე.

ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები