მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი თურქეთში იმყოფებოდა

638b1d1e279a1
BM.GE
03.12.22 13:57
527
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი სამუშაო ვიზიტით ანკარაში იმყოფებოდა. ლიკა ჭუმბურიძე თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს (TITCK) ხელმძღვანელს ასიმ ჰოჯაოღლუს შეხვდა. მხარეებმა სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების სტანდარტები განიხილეს და სამედიცინო ნაწარმის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში სამედიცინო კლინიკებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. როგორც ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, თურქეთში ფარმაცევტულ, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და წარმატებული მარეგულირებელი მექანიზმებია დანერგილი და ამ მიმართულებით მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამედიცინო მოწყობილობების შესახებ კანონის დახვეწა წარმოადგენს.

შეხვედრაზე მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასწარმოქმნასა და მასთან დაკავშირებულ რეგულირების მექანიზმებზეც იმსჯელეს. სააგენტოს დირექტორმა თურქულ მხარეს, ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმა გააცნო. ლიკა ჭუმბურიძის თქმით, ცვლილება საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაუმჯობესებს.

მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება - კანონი მიღებულია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები