მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო უნივერსიტეტს 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი „სამგორის“ მიმდებარედ სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს - პრემიერი

649efd5c44eea
BM.GE
30.06.23 20:05
501
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით,  სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.

„რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, გეტყვით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, წინა პრემიერობის დროს ავაშენეთ 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, ეს საკმარისი არ არის, მე ვფიქრობ დაახლოებით 3000-მდე უნდა ავაშენოთ.

ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე.

ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს აქტიურად, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რომ მოხდეს 3 კორპუსის აშენება, ასე რომ მიდის მუშაობა, ვმუშაობთ, ეს ყველაფერი მოგვარდება“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები