მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო ბიზნესი აკეთებს საქმეს, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით - მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამედიცინო ბიზნესი იმ საქმეს აკეთებს, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით. ბიზნესი უზრუნველყოფს, რომ მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისით იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქე - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კანონში განხორციელებული ცვლილებებით, ჯანდაცვის უწყებას თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები მიენიჭა.

მინისტრი ამბობს, რომ დიდი იმედი აქვს, არსენალში არსებული ამ იარაღის გამოყენება არ მოუწევს.

" ძალიან დიდი იმედი მაქვს,არ დაგვჭირდება ამის ქმედითობის გამოცდა. არსენალში არსებული ამ შეიარაღების გამოცდა არ გახდება საჭირო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ, კონსულტაციების მეთოდით, რასაც იურისტების დარწმუნების მეთოდის უპირატესობას ვეძახით მეტად პრევენცირებული იყოს სამართალდარღვევები.

თუმცა, ცხადია კარგად მესმის, რომ ეფექტიანი კონტროლი არის აუცილებელი რამ, ის რაც აუცილებლად უნდა გვქონდეს არსენალში. არც იმის განცდა მაქვს, რომ უნდა გადავაჭარბოთ და ზედმეტი წნეხი გავხდეთ ბიზნესისთვის. ბიზნესსაც ჯანსაღად უნდა შევხედოთ. ბიზნესი არის ის, რაც რეალურად იმ საქმეს აკეთებს, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით, რომ მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისით იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქე. ამიტომ, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა სწორედ ამ სინერგიის შედეგად იქნება შესაძლებელი, რომ მივწვდეთ სასურველ შედეგებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები