მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია/აღჭურვისთვის სახელმწიფომ ₾37.1 მლნ გამოყო - დადგენილება

კლინიკა

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 37.1 მლნ ლარი გამოიყო.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 8 მლნ ლარი;
  • „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად - 3.7 მლნ ლარი;

აქედან, ინფექციური საავადმყოფოსთვის გამოყოფილი თანხა ასე ნაწილდება:

  1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება - 734.5 ათასი ლარი;
  2. შენობის აღჭურვა - 1.8 მლნ ლარი;
  3. ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 860 ათასი ლარი;
  4. ქონების გადასახადისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღების დაფინანსება - 386 ათასი ლარი.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

  1. აღჭურვა - 9.01 მლნ ლარი;
  2. რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა - 6.5 მლნ ლარი.
  • პროგრამის ადმინისტრირება - 400 ათასი ლარი;
  • მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა - 7.5 მლნ ლარი;
  • სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა - 1.8 მლნ ლარი.

დადგენილება ძალაში 4 ივნისს შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები