მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო დაზღვევის ბიზნესი ის ბიზნესია, სადაც მაღალი მოგებიანობის მარჟები არ გვაქვს" - სოფიო ლებანიძე

ლებანიძე

BMGTV-ზე “ჯანდაცვის სტანდარტის” 16 მარტის გადაცემა ჯანმრთელობის დაზღვევას დაეთმო, რა დროსაც ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კონკურენციასა და ჯანმრთელობის დაზღვევის საჭიროებაზე “PSP დაზღვევის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოფიო ლებანიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დაბალი მარჟების მიუხედავად, კერძო სადაზღვევო სექტორი ყველანაირად ცდილობს, რომ პროდუქტები და სერვისები განვითარდეს. მისივე თქმით, საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევით მოსახლეობის 19% სარგებლობს.

“სამედიცინო დაზღვევის ბიზნესი დღეს თავის თავს ინახავს, თუმცა ეს ის ბიზნესია, სადაც მაღალი მოგებიანობის მარჟები არ გვაქვს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ამ პირობებშიც კი ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დაბალი მარჟების მიუხედავად, კერძო დაზღვევა ყველანაირად ცდილობს, რომ სადაზღვევო პროდუქტები და სერვისები იყოს განვითარებული და ადაპტირებული. ჩვენ არ გვაქვს კვლევა იმისა, რაში ხარჯავს ფულს სახელმწიფო და რაში ხარჯავს სადაზღვევო ინდუსტრია. ანუ, რა სერვისებს ვყიდულობთ კერძო მზღვეველები, დაზღვეული მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, რა არის ჩვენი ხარჯთეფექტურობა და რა ხდება ამ დროს სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჭრილში.

თუმცა, ჩემი ექსპერტული გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ გავაკეთებთ იმის ანალიტიკას, თუ რა მედიკამენტებს მოიხმარს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლე და რამდენია ამ ყველაფრის დანახარჯი, დავინახავთ, რომ დაზღვეული მოქალაქის აუცილებელ სერვისებზე მართვა, ბევრად რაციონალური და ხარჯთეფექტურია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი დაზღვევით არ სარგებლობს. აქ იმის თქმა მსურს, რომ ხარჯები ჯანდაცვაზე იზრდება, ამის მთავარი მიზეზია, ხარჯთეფექტური ჯანდაცვის სისტემის გარკვეული თვალსაზრისით ნაკლოვანებები“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი” სოფიო ლებანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები