მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველი მესამე საერთაშორისო სტუდენტია - დავით თოფურია

ss

სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველი მესამე საერთაშორისო სტუდენტია - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა დავით თოფურიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას თქვა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან საქართველოში სწავლაზე მოთხოვნა მზარდია, რადგან მათი უმეტესობა სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში წარმატებულია.

„სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოენოვანი სტუდენტების სწავლება წლებია მიმდინარეობს. სწავლების ტრადიცია განაპირობებს სტუდენტების დაინტერესებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია კურსდამთავრებული რამდენად წარმატებული და დასაქმებულია თავის ქვეყანაში ამ სწავლების შემდეგ. საქართველოს იმიტომ ირჩევენ, რომ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველი მესამე სტუდენტი საერთაშორისო სტუდენტია. ჩვენთან მსოფლიოს 84 ქვეყნიდან სწავლობენ. იმ ქვეყნებიდანაც არიან, სადაც მედიცინა კარგად არის განვითარებული, უბრალოდ ზოგიერთ მათგანს უნდა სხვა ქვეყანაშიც ისწავლოს, რომ მერე ევროკავშირში, აშშ-ში ან კანადაში დახელოვნდნენ.

ბევრი შემთხვევაა, როცა დიდ ბრიტანეთში მიდიან ჩვენი კურსდამთავრებულები და იქ აბარებენ. ზოგი სტუდენტი კუნძულებიდან არის, სადაც სამედიცინო სკოლა იმდენად არ არის განვითარებული და იქაური ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ჩვენ ვასწავლით, ეს ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ, სტიპენდიას უნიშნავს ჩვენი სახელმწიფო და საკმაოდ წარმატებულებიც არიან. რიდესაც თავის ქვეყანაში მიდიან მათი სამინისტრო და საბჭო გვწერს, ამ კურსდამთავრებულებმა რა ეტაპები გაიარეს და რამდენად წარმატებულები არიან“, - განაცხადა მან.

აქვე გაგაცნობთ, რამდენს შეადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის საფასური.

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 8.000 აშშ დოლარი წელიწადში;
  • დიპლომირებული მედიკოსის რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის ინგლისურენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 7.000 აშშ დოლარი წელიწადში;
  • დიპლომირებული სტომატოლოგის რუსულენოვანი პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში.

მედიცინის ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – სწავლის საფასური 13.500 აშშ დოლარი წელიწადში.საქართველოს მოქალაქეებისთვის - 8.000 ლარი წელიწადში.
  • ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში; (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის).

სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

  • ქართულენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური - 4.000 აშშ დოლარი წელიწადში; (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის).

ფარმაციის ფაკულტეტი:

  • ინგლისურენოვანი პროგრამა - სწავლის საფასური 3.500 აშშ დოლარი წელიწადში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი:

  • ერთობლივი ქართულ–ფრანგული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამა – სწავლის საფასური 4.000 აშშ დოლარი წელიწადში.
  • საქართველოს მოქალაქეებისთვის - 4.000 ლარი;

რატომ ირჩევენ უცხოელი სტუდენტები საქართველოს? - განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები