მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელო-ზემო სვანეთში სამთავრობო კომისიამ 9 არეალი შეარჩია - რისი გაკეთება იგეგმება რეგიონში?

60954925e206d
ინგა მურუსიძე
07.05.21 20:49
619
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ზუგდიდში ჩატარებულ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.

ესენია:
-ზუგდიდი - ცენტრალური მოედანი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია
-აბაშა - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია
-სენაკი - ჭავჭავაძის #23-თან არსებული სკვერი და შენობა, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკი
-წალენჯიხა - გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩები
-მესტია - ცენტრალური ნაწილი (თამარ მეფის ქუჩა, ადმინისტრაციული შენობის ფასადი, სკვერის მოწყობა 1300 კვმ-ზე)
-მარტვილი -ცენტრალური ქუჩები (თავისუფლების, გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩები), არსებული ბულვარი
-ფოთი - აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი
-ხობი - ცენტრალური პარკი
-ჩხოროწყუ - კულტურის სახლის რებილიტაცია, დავით აღმაშენებლის ქუჩა.

ასევე, ზუგდიდისა და ფოთის ურბანული განახლების დოკუმენტაციის/დეტალური პროექტის მომზადება.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები