მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა დაიწყო

64aeb6aa612dc
BM.GE
12.07.23 18:18
420
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა შესაბამისმა კომისიებმა დაიწყეს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია იტყობინება, დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან.

"გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დღესვე მოხდება ტექნიკისა და მაგისტრალური მილების ადგილზე მობილიზება და ხვალიდან სამუშაოები დაიწყება. წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები კი დღეს დაიწყება, შესაბამისად ფოთსა და სენაკს წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება. მთავრობის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ივლისს ძლიერმა წყალმოვარდნებმა, ხობის სოფელ ბიაში გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში კი წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები