მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის გამო სენაკისა და ფოთის 32 000 აბონენტს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს

64ad7f6e1c26f
BM.GE
11.07.23 20:07
449
სამეგრელოში სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით,შეხვედრის მთავარი თემა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი და აღდგენითი სამუშაოების დროულად განხორციელება იყო.

"ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, განსაკუთრებული ზიანი აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებს მიადგა. წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა: ხიდები, გზები, ნაპირსამაგრები. დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.

წყალდიდობამ დააზიანა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს სენაკისა და ფოთის 32 ათას აბონენტს, ასევე გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს. მცირე ხარვეზებია ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით. ყველა პრობლემურ საკითხზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

გამართულ შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი- შოთა კაკაბაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერები, ენერგო პრო-ჯორჯიას, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, სოკარ ჯორჯიას და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დილიდან სტიქიის ზონაში მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. მუნიციპალიტეტებში დღესვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები