მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარმა სამეგრელოში 600-ზე მეტ სახლს სახურავი დაუზიანა, მათგან 30 - კორპუსია

63bff34755863
ინგა მურუსიძე
12.01.23 15:44
673
სამეგრელოში ძლიერი ქარისგან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის მერებთან ერთად განიხილა.

„ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და გავქვს პირველადი მონაცემები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს. ენერგო-პრო ჯორჯიას მობილიზებული ჰყავს ბრიგადები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მიმდინარეობს სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ ქარი ჩადგება, დღის ბოლომდე შეძლებენ დაზიანებული ობიექტების აღდგენას, თუმცა ხედავთ, რომ მეტეოროლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშრუტო ტაქსის დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად გზები გაიხსნა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები. მაგალითად, ფოთში კუნძულის უბანში დაზიანებულია გაზის მილსადენი, სადაც აღდგენით სამუშაოებზე სამაშველო სამსახურთან ერთად სოკარ ჯორჯია გაზი მუშაობს.  ანალოგიური სიტუაცია ხობში, სადაც აგრეთვე მუშაობენ სპეციალისტები ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები