მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეწარმეო დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა აპრილში 55 პირის მიმართ დაიწყო - საქსტატი

დანაშაული

აპრილში, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 ადამიანის მიმართ დაიწყო. ეს აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 50 შემთხვევას.

დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეხება მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას.

საფინანსო საქმიანობის სფეროში დევნის დაწყების მაჩვენებელმა 26 შეადგინა, რაც გასული წლის აპრილის ანალოგიურია, ფულად-საკრედიტო სისტემაში კი მაჩვენებელი შემცირებულია და თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 45 იყო, წელს 10-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები