მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამგორის მეტროს ჩასასვლელთან, გასასვლელ გვირაბში ბათქაში ჩამოიშალა

სამგორი

სამგორის მეტროს ჩასასვლელთან, გასასვლელ გვირაბში ბათქაში ჩამოიშალა. როგორც bm.ge-ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.

„სამგორის მეტროში ჩასასვლელამდე, გადასასვლელ გვირაბში ბათქაშის ნაწილი ჩამოიშალა. ამჟამად ტერიტორია სუფთავდება, მოგვიანებით კი დაზიანებული ნაწილი შეკეთდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც რაიმე საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამჟამად მეტროში მოქალაქეები შეუფერხებლად ჩადიან.