მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი წელი პანკისის მოვლენებიდან - „ხადორი-3 ჰესის“ მშენებლობა არ განახლებულა

63ef7ddd94c12
თელარა გელანტია
18.02.23 00:00
893
პანკისის ხეობაში დაგეგმილი 5.4 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „ხადორი 3“-ის მშენებლობა ამ დრომდე არ განახლებულა. ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა. მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობა გრძელდება.

- ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 2019 წელს?

- ერთი შეხედვით, ასე ჩანს... მაგრამ ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ალბათ ჩვენც რაღაც შეგვეშალა, რაღაც გაგვეპარა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - ეს არის საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ვფიქრობთ, ეს ხარვეზი მთლიანად შევსებულია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ სამუშაოებს... პრინციპში, ჩვენც რად გვინდა ისეთი სადგურის აშენება, რომელსაც ხალხი ეწინააღმდეგება და თუ პროექტის საჭიროება მათთვის გასაგებ ენაზე ვერ ავხსენით.

#წერტილთან ინტერვიუში ლაშა იორდანიშვილი დაეთანხმა წამყვანის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, მთავრობაც და ინვესტორებიც საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში, ძირითადად, ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში მუშაობენ.

შეგახსენებთ: 2019 წლის 21 აპრილს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, „ხადორი 3“-ის მშენებლობა შეწყდა. მაშინ პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის უკვე ექს შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, რომელმაც პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ხადორი-3“-ის მშენებლობა მაშინ განახლდებოდა, როცა ადგილობრივების 90% პროექტს მხარს დაუჭერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები