მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო – დაინფიცირებული ექიმი ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება

5e877598e9528
BM.GE
03.04.20 21:41
852
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთნება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ყველა კონტაქტი, რომელსაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები