მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამინისტრო "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის მიზეზად ეფექტიანობის ზრდის საჭიროებას ასახელებს

განათლების სამინისტრო

განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის მიზეზად სამინისტრო ეფექტიანობის ზრდის საჭიროებას ასახელებს. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, უწყებაში "რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა".

კერძოდ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

როგორც bm.ge-ის განათლების სამინისტროში განუცხადეს, ქვეუწყებები ფუნქციონირებას 1 იანვრიდან შეწყვეტენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს.

პარალელურად, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები