მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამიზნე მაჩვენებელია აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტით $3 მილიარდის მიღება - მინისტრი

60dd7112a08df
ინგა მურუსიძე
01.07.21 11:45
529
"ჩვენი ამბიციაა, რომ სოფლის მეურნეობაში  ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი და ამას 2 წელიწადში მივაღწევთ", - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამბიციური ამოცანის შესრულებაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ტენდენციები, რომლებიც 2012 წლიდან აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების მიხედვით გვაქვს.

„ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 3 მლრდ დოლარის ექსპორტი იმ შემთხვევაში, თუ გავაორმაგებთ ინვესტიციებს; აბსოლუტურად რეალურია, რომ საქართველომ აგროსასურსათო სექტორის ექსპორტისგან 3 მლრდ დოლარის შემოსავლები მიიღოს.

საქართველოს აქვს უნარი, 300-დან 400 მლნ დოლარამდე პროდუქციის იმპორტჩანაცვლება მოხდინოს, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუჯობესდება. ჩვენ დავიწყეთ იმპორტის ზრდის გაჩერება და საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკაში, ნეტო ექსპორტი, აგროსასურსათო სექტორიდან 2030 წლისთვის იქნება 2 მლრდ დოლარი. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი შემოსავლები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გზამკვლევი, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს მაჩვენებლები და არის კატეგორიები, რომლებიც ამ 3 მლრდ დოლარის ექსპორტს მოგვცემს.

„ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სექტორი, მეხილეობა და სხვა დამატებითი ღირებულება, რაც სასურსათო პროდუქტების გადამუშავებით მიიღება. ამავე დროს წარმოდგენილია ის ძირითადი იმპორტჩანაცვლების მიმართულებები, როგორიც არის ფრინველის ხორცი, თევზეული, მარცვლეული კულტურების წარმოება და ა.შ. ეს 300 მლნ დოლარის იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები