მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამხარაულის ბიურო Black Sea Arena-ს სახურავის დაზიანებას შეისწავლის – ექსპერტიზის ღირებულება ₾69 ათასია

ბლექ სი

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ მოძრავი (ტრანსფორმირებადი) მეტალის სახურავის დაზიანების ხარისხს შეისწავლის.

მთავრობის 24 ივნისის განკარგულებით, ექსპერტიზის ბიუროს დაევალა კონსტრუქციული გამოთვლების დეტალური შემოწმება და აღდგენისთვის საჭირო ტექნიკური პროექტის მომზადება.

დოკუმენტის თანახმად, მომსახურება განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის ფორმით. საერთო ჯამში, მომსახურების ღირებულება 69,375 ლარის ფარგლებში განისაზღვრა. აქედან, 59,375 ლარი დაიხარჯება იმ სამუშაოებზე, რომელთა შესრულებაც ბიუროს საკუთარი რესურსებით არ შეუძლია. მომსახურების მოცულობა განსაზღვრულია შპს „სთარინგ ჯორჯიასა“ და სამხარაულის ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ცნობისთვის, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 6-წლიანი ზარალის შემდეგ „ბლექ სი არენასთვის“ მხოლოდ 2023 წელი იყო მოგებიანი და 2023 წელს კომპანიამ 8,3 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.

2024 წლის ბოლოს თბილისის საკონცერტო დარბაზი, [ფილარმონია] და "ბლექ სი არენა" ერთ კომპანია "სთარინგ ჯორჯიაში" გაერთიანდნენ.

გაერთიანებული კომპანიის დირექტორი თამარ ჩხაიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები