მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს 96 მანქანა გადაეცა

შკოდა

სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები მიიღო. მთლიანობაში, სააგენტომ 96 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, SKODA OCTAVIA და MITSUBISHI L200 მიიღო.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი ავტომობილები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოგისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ, რომლის მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება, ფუნქციონირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. "სააგენტო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობს და მოქალაქეებს 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებაში, გამარტივებული პროცედურებით, მომსახურების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს", - წერია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები