მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხედრო სამსახურის სარეკლამო კამპანიისთვის თავდაცვის სამინისტრო "ალმას" ₾0,6 მლნ-ზე მეტს გადაუხდის

თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო სამსახურის სარეკლამო კამპანიისთვის თავდაცვის სამინისტრო "ალმას" 617 110 ლარს გადაუხდის. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა თავდაცვის უწყებამ უკვე გამოაცხადა.

შესყიდვის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამსახურის პოზიტიური იმიჯის პოზიციონირების მიზნით, ასევე საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტირების პროცესების სტიმულირებისთვის, სხვადასხვა ლოკაციაზე სურთ, რომ განათავსონ ბანერები.

მათ შორის:

  • ქალაქ თბილისში 3 (სამი) ლოკაციაზე და საქართველოს 4 (ოთხ) ქალაქში (ქუთაისი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი) სამხედრო თემატიკის ფოტოების ბილბორდებზე განთავსების მომსახურების შესყიდვა.
  • ამასთანავე, დედაქალაქის 3 (სამი) მეტრო სადგურზე: ახმეტელის თეატრის, ვარკეთილისა და სადგურის მოედნის სადგურებზე, სულ 3 (სამი) პოზიციაზე სამხედრო თემატიკის ფოტოების ბანერების განთავსების მომსახურების შესყიდვა.
  • ამასთანავე, დედაქალაქის სატრანსპორტო მარშრუტებზე - ავტობუსებზე, სულ 4 (ოთხი) ავტობუსი - სამხედრო თემატიკის ფოტოების ბანერების განთავსების მომსახურების შესყიდვა.

აღნიშნული მომსახურება თავდაცვის სამინისტრომ შპს “ალმასგან” უნდა იყიდოს. შესყიდვის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა.

რაც შეეხება ბანერების განთავსების მიზანს, თავდაცვის უწყების ცნობით, ვინაიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში რეკრუტირება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, აგრეთვე საზოგადოებაში სამხედრო სამსახურის პოზიტიური იმიჯის პოზიციონირება პროცესის ნაწილია, აღნიშნული საჭიროებს შესაბამის საინფორმაციო და საიმიჯო კამპანიას საზოგადოებაში.

“ბილბორდების განთავსება საზოგადოებაში უზრუნველყოფს ცნობიერების ამაღლებას სამხედრო სამსახურის მიმართ. ქართული ჯარის პოზიტიური ნიშნით წარმოდგენასა და დაფასებას. აგრეთვე სამხედრო სამსახურის დადებითი აქცენტების ტირაჟირებას საზოგადოებაში.

სამხედრო თემატიკის ფოტოები ბილბორდებზე, ასევე თბილისის ავტობუსებზე და მეტროში უნდა განთავსდეს შემდეგ ლოკაციებზე:

სამხედრო თემატიკის ფოტოები ბილბორდებზე უნდა განთავსდეს შემდეგ ლოკაციებზე:

1.თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი დასავლეთის მიმართულება (ლუკოილის აგს-ის შემდეგ);
2.თბილისი, ისანი-სამგორი, კახეთის გზატკ. თბილისისკენ ვარკეთილის ჩასახვევთან;
3. .თბილისი, ისანი-სამგორი, კახეთის გზატკეცილი თბილისიდან ვარკეთილის ჩასახვევამდე;
4. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. #10;
5. ზუგდიდი, მერიის წინ მოედანზე მარცხენა მხარეს;
6. რუსთავი, შარტავას გამზირი ელიტელექტრონიქსის მოპირდაპირედ;
7. გორი. სტალინის ქუჩა 15-ის მიმდებარედ (სტალინის მოედანთან).

სამხედრო თემატიკის ფოტოები თბილისის სამარშრუტო ხაზებზე - ავტობუსებზე - უნდა განთავსდეს შემდეგ ნომრებზე: 310 და 314.

სამხედრო თემატიკის ფოტოები მეტროს ბანერებზე (კონსტრუქცია ბაქანზე) უნდა განთავსდეს შემდეგ ლოკაციებზე:

1. მეტრო,ახმეტელის თეატრი, ვარკეთილის მიმართულება პოზიცია #5;
2. მეტრო, სადგურის მოედანი, ვარკეთილის მიმართულება პოზიცია #6;
3. სადგურის მოედანი, გლდანის მიმართულება პოზიცია #14;”, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები