მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კავკასიურ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობა გაიზარდა

გაზის მოპოვება

BP-ის კვარტალური ანგარიშის მიხედვით, წელს სამხრეთ კავკასიურ მილსადენში [SCP] გატარებული გაზის მოცულობა გაიზარდა. 2024 წლის სამ კვარტალში SCP-ის საშუალო გატარება დღეში 61.7 მლნ კუბური მეტრი იყო. გასული წლის შესაბამის პერიოდში კი დღიურად 60.5 მლნ მ3 გაზი გადიოდა.

SCP-ით აზერბაიჯანმა წელსაც გაზარდა ევროპაში გაზის ექსპორტი, თანაც მნიშვნელოვნად თითქმის მილიარდი კუბური მეტრით. ჯამში 2024 წლის ცხრა თვეში აზერბაიჯანმა ევროკავშირში 9.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაყიდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტზე სულ 18.4 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაიტანეს, 4%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით.

SCP ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები