სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე-მიონგმა ვიეტმანის ლიდერს, ტო ლამს უმასპინძლა. ვიეტნამის კომუნისტური პარტიის აღმასრულებელი მდივანი სამხრეთ კორეაში 11 აგვისტოს დაგეგმილ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ვაჭრობას და განახორციელებენ მეტ ინვესტიციას.
ქვეყნების მმართველებმა კიდევ ერთხელ ახსენეს 2030 წლისთვის დასახული მიზანი, რომლის თანახმადაც 5 წელიწადში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ $150 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს. ლი ჯე-მიონგმა და ტო ლამ 10-მდე ახალ მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. მემორანდუმებს, რომლებიც ბირთვული და განახლებადი ენერგიის, საფინანსო, ინფრასტრუქტურულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს.
სამხრეთ კორეისა და ვიეტნამის ლიდერებმა გლობალურ სცენაზე არსებული დაძაბულობაც, განსაკუთრებით ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მიმოიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მსგავს რთულ ვითარებასთან გამკლავებაში ერთმანეთს დაეხმარებიან. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეამ და ვიეტნამმა ამერიკასთან სავაჭრო შეთანხმება უკვე დადეს, თუმცა აპრილში დაწყებულმა პროცესმა ორი აზიური ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური საფრთხის წინაშე დააყენა.




























