სამხრეთ კორეის დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მეუღლე და ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი, კიმ კიონ-ჰი სეულის ცენტრალური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.
კიონ-ჰის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება ელიტარულ კორუფციაში მონაწილეობის მუხლით აღძრა. ყოფილ პირველ ლედის ბრალი მოსყიდვაში, ბირჟებზე მანიპულაციაში და არჩევნებში კანდიდატად წარდგენის სანაცვლოდ ძვირფასი საჩუქრების მიღებაში ედება. აღნიშნულ საჩუქრებს შორისაა Chanel-ის ბრენდის ჩანთები და ბრილიანტის ყელსაბამები.
საქმის პროკურორის შეფასებით, დაკავება აუცილებელი იყო, რადგან არსებობდა კიონ-ჰის მიერ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. სეულის სასამართლომ გამომძიებლის მოთხოვნა გაითვალისწინა და ყოფილი პირველი ლედის დაკავების ორდერი გასცა.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ისტორიაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი ერთდროულად არასდროს მსხდარან ციხეში. როგორც ცნობილია, თავად იუნ სოკ იოლი წელს მეორედ, 10 ივლისს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო აღიძრა. რაც შეეხება მის მეუღლეს ამჟამად სეულში, ნამბუს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სამარტოო საკანში იმყოფება.




























