მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა" - ე.წ. პრეზიდენტი

გაგლოევი

"სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა", - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ალან გაგლოევის თქმით, დღევანდელ ვითარებაში, საკითხის გადაწყვეტა, რთულია.

"არაა საჭირო ხალხის მოტყუება, რადგან დღევანდელ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის გზა არ არსებობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. ეს არ არის ამოღებული დღის წესრიგიდან", - განაცხადა მან.

ალან გაგლოევის თქმით, შეხვედრისას მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ "ოსებმა ღალატი არ იციან".

"პასუხი იყო: ”მე ვიცი” და ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმირ ძეც ჩვეულებრივი ადამიანია - რამდენადაც რთულია, იმდენად უბრალოა", - განაცხადა გაგლოევმა.

ამასთან, ე.წ. პრეზიდენტის თქმით, რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან კონტაქტების დამყარება სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკის სფეროში მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

"ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში კონტაქტების გასაზრდელად", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები