ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა წლიური ანგარიში წარადგინა. ჯანა ჯიოევას ინფორმაციით, "ფინანსური ინსტიტუტის" შემოსავალმა 2023 წელს 65.5 მლნ. რუბლი შეადგინა, საიდანაც 26 მილიონი რუბლი ე.წ. რესპუბლიკის ბიუჯეტში შევიდა.
როგორც ჯიოევამ ე.წ. პარლამენტში აღნიშნა, სამხრეთ ოსეთში 20 ათასზე მეტი მოქალაქე Золотая корона-სა და Мир-ის ბარათებს ფლობს. 43 ორგანიზაცია ხელფასებს ბარათებით გასცემს.
მისი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში სულ 14 ბანკომატი ფუნქციონირებს, წელს 3-ის დამატება იგეგმება.