მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sberbank-მა მოგების რეკორდული პროგნოზი წარადგინა

Sberbank

რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის, Sberbank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გერმან გრეფმა კომპანიის წმინდა მოგების მოსალოდნელი რეკორდული ზრდა დააანონსა. როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობა 2026 წლის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, 2027 წლისთვის კი მორიგი ისტორიული მაქსიმუმის მიღწევას მოელის.

ვლადივოსტოკის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, გრეფმა ქვეყანაში სამომხმარებლო აქტივობის შემცირების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა. მისი განცხადებით, შიდა ბაზარზე მოხმარების კლების უარყოფითი ტენდენცია ივნისის შემდეგ გამოიკვეთა.

პარალელურად, გერმან გრეფმა ინფლაციური პროცესების აჩქარების შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით, ფასების ზრდაზე პირდაპირი გავლენა იქონია იმ ნავთობგადასამუშავებელმა სიმძლავრეებმა, რომლებიც ქვეყანამ უკრაინული დარტყმების შედეგად დაკარგა.

ცნობისთვის, დასავლური სანქციების მიუხედავად, გასულ წელს Sberbank-ის წმინდა მოგებამ რეკორდულ 1.7 ტრილიონ რუბლს ($19.5 მლრდ.) მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები