მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

ხავიერ კოლომინა

სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება. როგორც NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ხავიერ კოლომინა არის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და აქამდე NATO-ს გენერალურ მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

"ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს NATO-ს მნიშვნელოვან მუშაობას სამხრეთში", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოლომინა იქნება პასუხისმგებელი სამხრეთში NATO-ს ძალისხმევის კოორდინაციაზე და გააძლიერებს პარტნიორებთან ჩართულობას.

პრესრელიზში განმარტებულია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაზრდის NATO-ს ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელის რეგიონებში. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა კი სწორედ ამ გეგმის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები