მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამმა რუსულმა კომპანიამ საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტის უფლება მიიღო

5ddd17ba4a124
BM.GE
26.11.19 19:30
8053
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ღორის, ძროხის და ფრინველის მიწოდება სამი რუსული კომპანიისთვის.

რუსეთის სურსათის უვნებლობისა და სანიტარიის სამსახურის, "როსსელხოზნადზორის" ცნობით, 2019 წლის აპრილში საქართველოს შესაბამისი სამსახურის სპეციალისტებმა რამდენიმე რუსული მწარმოებლის ინსპექტირება ჩაატარეს. 

ინსპექციის შედეგად, ბრიანსკში და ბელგოროდში მდებარე ორ საწარმოს საქართველოს ხორცპროდუქტების გაყიდვის უფლება მიეცა. როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეთანხმება გამარტივებულ საქმიანობას გულისხმობს.

კერძოდ კი, ქართული ვეტსამსახურები დამატებით ინსპექციას არ ჩაუტარებენ რუსეთიდან იმპორტირებულ ხორცპროდუქტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები