სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება. მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დააინიცირა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად:
- სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით.
- სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით.
- აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით.
- აზარტული ან/და მოგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 10 000 ლარით.
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება - 20 000 ლარით.
ცვლილებების თანახმად, თუ კომპანიები სანებართვო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, მათ საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ. გარდა მოსაკრებლის ვადის დარღვევისა, სხვა დარღვევების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს სამმაგი ჯარიმის დაკისრებას.




























