მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა" - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

სამმართველო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი თანამდებობიდან გაათავისულეს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

უწყების ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავდაპირველად მას სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად ჩუმად ყოფნა მოსთხოვეს, თუმცა მისი პასუხის შემდეგ ოფიციალური მიზეზის გარეშე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

"ჩახლართული ამბავია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი:

მითხრეს, რომ პატივს მცემენ როგორც პროფესიონალს და ადამიანს, მაგრამ სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა.

სამინისტროში 21-წლიანი მუშაობის შემდეგ ისე შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომ ოფიციალურად არც კი მითხრეს მიზეზი. როგორც ჩანს ჩემი პასუხი არ მოეწონათ. ისე კი, ყველაფერი ცხადზე უცხადესია.

ალბათ, ამის გამო ჩემ შვილებს ბევრი რამ მოაკლდებათ, სამაგიეროდ არც სარკეში და არც მათ თვალებში ჩახედვის შემრცხვება, როდესაც ვასწავლი რა არის ადამიანობა, ქრისტიანობა, ღირსება, მეგობრობა და ქართველობა.მჯერა, საქართველოში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს დიქტატურა. მჯერა, რომ ჩვენი მომავალი ცივილურ დემოკრატიულ სამყაროშია და არა ავტოკრატიულ წყვდიადში!", - წერს ნოე მეგრელიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები