მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო ამნისტია ბათუმში - რა რისკებს შეიცავს საკანონმდებლო ცვლილებები?

BM.GE
12.04.23 11:14
391
ბათუმში 300-ზე მეტ ობიექტს, რომელიც 2022 წლის 26 სექტემბრამდე სამშენებლო წესების დარღვევით არის აშენებული, შესაძლოა ამნისტია შეეხოს. ამას პარლამენტის სამი დეპუტატის მიერ სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იმ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას გულისხმობს, სადაც სამშენებლო საქმიანობა შესაბამისი წესების დაცვის გარეშეა განხორციელებული. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საუბარია ისეთ ობიექტებზე, სადაც გამოვლენილია დარღვევები, რომელთა გამოც ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება დაუშვებელია. კონკრეტულად დარღვეულია, როგორც განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, ისე კონსტრუქცია, ასევე შენობა-ნაგებობის ექსტერიერი და ინტერიერი და მიჯნის ზონები; კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სამშენებლო ნებართვის გარეშე აშენებულ ობიექტებზე. ასეთი მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღება ასევე გულისხმობს როგორც დაკისრებული, ისე დასაკისრებელი ჯარიმა საურავებისგან გათავისუფლებასაც. 

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია, რომელიც კანონპროექტის განხილვას ესწრებოდა პარლამენტში, წარმოდგენილ ცვლილებებში კორუფციის რისკებს ხედავს, რასაც არ ეთანხმება კანონპროექტის ინიციატორი. ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დეპუტატმა რესან კონცელიძემ წარადგინა.


როგორც საკომიტეტო განხილვისას გაირკვა, კანონპროექტის ავტორებს დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციები აქამდე არ ჰქონიათ. რა რისკებს ხედავენ დარგობრივი ორგანიზაციები კანონპროექტის არსებულ ვერსიაში და ურბანული თვალსაზრისით რამდენად რთული ვითარებაა დღეს ბათუმში?

სტუმარი: ანა ბიბილაშვილი - "ურბანული განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები