2025 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა $5.9 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
5.9 მილიარდი დოლარიდან 2.1 მლრდ დოლარი სამშენებლო მასალებზე მოდის, 3.8 მლრდ დოლარი კი კეთილმოწყობაზე, მათ შორის სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და განათება.
Galt&Taggart-ის მიხედვით, ფასების სტაბილიზაციისა და სახელმწიფო დანახარჯების შემცირების ფონზე, სექტორის შემოსავლების ზრდა 2025 წელს შენელდა, თუმცა 2026 წელს კვლავ მაღალი ზრდაა მოსალოდნელი და პროგნოზით 6.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც 7.8%-იან ზრდას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან 2025 წლამდე სექტორის შემოსავლების ზრდა 9.6% იყო.
ამასთან, Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამშენებლო მასალების 67% ადგილობრივად იწარმოება, ხოლო სარემონტო მასალების სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული.
კერძოდ, სამშენებლო მასალების 67% ადგილობრივად იწარმოება, 33% კი შემოდის. რაც შეეხება სარემონტო მასალებს, მათ მხოლოდ 19%-ს ვაწარმოებთ საქართველოში, 81% კი - შემოდის.




























