მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო კომპანია „დაგი” 40-მდე მიმდინარე პროექტს, საქართველოს 16 ქალაქში ახორციელებს

63b46baea9416
BM.GE
03.01.23 22:37
1761
სამშენებლო კომპანია „დაგი” 20 წლის წინ დაარსდა და მთელი საქართველოს მასშტაბით, 500-მდე პროექტი წარმატებით დაასრულა. განსაკუთრებით გამორჩეულია ჭიათურის საბაგიროს მშენებლობა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ამბროლაურის აეროპორტი, სათაფლიის ნაკრძალის, წყალტუბოსა და თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. 2022 წლის მთავარი თემა კი „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამაა.

ამჟამად კომპანიას 40-მდე მიმდინარე პროექტი აქვს, მათ შორის თექვსმეტ სხვადასხვა ქალაქში. სწორედ „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა იყო „დაგის“ 2022 წლის გეგმის მთავარი ნაწილი. პროგრამის პირველ ეტაპზე, საქართველოს 16 ქალაქში, რეგიონების სრული განახლების თითქმის ყველა პროექტში ჩაერთო. მშენებლობა ერთდროულად მიმდინარეობდა ქუთაისში, ვანში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ხონში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, ახმეტაში, მარტვილში, აბაშაში, სენაკში, ჩხოროწყუში, ფოთსა და ზუგდიდში.



მასშტაბური პროგრამის მიზანი, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რეგიონების სრული განახლებაა. პროექტის პირველი ეტაპი, 2022 წელს დასრულდება. “განახლებული რეგიონების” პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

„ჩვენი სამშენებლო კომპანია, გამუდმებით ცდილობს, აჰყვეს მსოფლიო მშენებლობის ტრენდებს და დანერგოს ტექნოლოგიური ინოვაციები, რისთვისაც პერიოდულად ჩამოგვყავს ევროპელი სპეციალისტები, რათა ადგილობრივი კადრები გადავამზადოთ. ასევე, პანდემიამდელ პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა კონფერენციასა და გამოფენაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო ინოვაციური მასალები და ტექნოლოგიები. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე უცხოურ პარტნიორ კომპანიასთან, რათა ჩვენი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაში დაგვეხმარონ და სრულყოფილად შეასწავლონ მათთან უკვე პრაქტიკაში დანერგილი ტექნოლოგიები", - განაცხადა „დაგის” დამფუძნებელმა, გოგი გულორდავამ.

ამასთან ერთად, „დაგი“ ტრადიციულად აგრძელებს დედაქალაქის კეთილმოწყობას. 2022 წელს, სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკი, სამშენებლო კომპანია დაგის მიერ განახლდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები სრულად შენარჩუნდა. გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყო. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. რეაბილიტაციის შემდგომ, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო სამართავად მთაწმინდის პარკს გადაეცემა. სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი გულისხმობს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას.


რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. არ შეჩერებულა არც საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის მშენებლობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დიზაინი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად შეირჩა ასევე, გასულ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის დაარსების ისტორიაში პირველად მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია. 2022 წელს, მეორე კორპუსმა სრულად დააკმაყოფილა თანამედროვე, ევროპული დონის კვლევისა და სწავლების ყველანაირი სტანდარტი.

ამასთან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც გრძელდება. არენა 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის ემზადება, მისი განახლება სწორედ ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. რეკონსტრუქციის პროცესი მთელს სტადიონს, შიდა და გარე სივრცეებს სრულად მოიცავს. გამოიცვლება სკამები, მინდვრის საფარი, მოწესრიგდება მიმდებარე ინფრასტრუქტურა და გასახდელები. განახლდება VIP ზონა, მედია და საკომენტატორო სივრცეები.

„დაგი”-ს ჩართულობა საგანმანათლებლო პროექტებშიც ნამდვილად გამორჩეულია. ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიის სახელს უკავშირდება მრავალი პროფესიული სასწავლებლის პროექტი – მარნეულის პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა; სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უნივერსიტეტების რეაბილიტაცია თუ მშენებლობა. მაგალითად, უმაღლესი სტანდარტების მათემატიკური სკოლა ბათუმში; ზესტაფონის საჯარო სკოლა, რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს; სკოლები სოფელ ზემო მაჩხაანში, ზედა საქარაში, მარტვილში.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ბორჯომის, სამცხე-ჯავახეთისა და წყალტუბოსა და გურჯაანის პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა. ხაშურის პროფესიული სასწავლებელი 150 სტუდენტზეა გათვლილი. სამსართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა.

სულ მალე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც ახალი პროფესიული კოლეჯი ექნება. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე პროფესიულ განათლებას უახლესი სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან. კოლეჯში დაინერგება როგორც მოკლევადიანი, ისე მომზადება-გადამზადების კურსები
ზრდასრულებისთვის, ასევე, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებებსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვადასხვა სახელობო მიმართულებებზე. წყალტუბოს პროფესიული სასწავლებელი, ძალიან მალე, 150 სტუდენტს მიიღებს. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ

პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. პროფესიული სასწავლებელი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები