მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო კომპანია „ინსი“ საქართველოს ბიზნესასოციაციის ახალი წევრი გახდა

61653e7b289a1
ინგა მურუსიძე
12.10.21 12:00
645
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგები განაგრძობს ზრდას, მას სამშენებლო კომპანია „ინსი“ შეუერთდა. როგორც bm.ge-ს BAG-დან აცნობეს, „ინსი“ დაარსდა 2007 წელს და ბაზარზე ოპერირების სოლიდურ გამოცდილებას ფლობს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საინჟინრო ქსელების მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე კომპანიის ბაზაშია 170-ზე მეტი დასრულებული პროექტი, რომლის ბიუჯეტი 400 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ინსი“ არის „საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრ-დამფუძნებელი და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობებს კიდევ უფრო აღრმავებს.

„მივესალმებით კომპანია „ინსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. აღსანიშნავია, რომ „ინსი“ თავისი საქმიანობით საქართველოში, ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის სახელით სარგებლობს. მოხარულნი ვართ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა, რადგან ბიზნეს ასოციაცია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამშენებლო სექტორის ინტერესების დაცვის კუთხით და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ბევრ საინტერესო და სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები