მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამშენებლო კომპანიებს ნახევარფაბრიკატი პროექტებით უწევთ მუშაობა” - Apart Construction

მალხაზ ხოშტარია აპარტ ქონსთრაშენი

სამშენებლო კომპანია "აპარტ ქონსთრაქშენის" დირექტორის მალხაზ ხოშტარიას განცხადებით, სამშენებლო კომპანიებს ნახევარფაბრიკატი პროექტებით მუშაობა უხდებათ. პროექტირების ეტაპზე არსებულ ხარვეზებზე კერძო სექტორის წარმომადგენელმა "საქმის კურსში" ისაუბრა.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტირების ეტაპზე პროცესები ნაჩქარევად მიმდინარეობს და სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მისი ბოლომდე გააზრება არ ხდება, რაც პროექტის ვადებსა და სამუშაოების ხარისხზე მოქმედებს.

“მთავარი პრობლემა რაც სამშენებლო კომპანიებს ამ მიმართულებით აქვთ საპროექტო დოკუმენტაციის დონეს უკავშირდება. სამწუხაროდ, ჩვენთან არცერთი პროექტი მუშა პროექტის დონემდე მიყვანილი არ არის. საპროექტო დოკუმენტაციას სხვადასხვა ეტაპი გააჩნია და სამწუხაროდ, სიჩქარის, სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო არ ხდება პროექტის დახვეწა და გააზრება ბოლომდე.

შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს ნახევარფაბრიკატი პროექტებით მუშაობა უხდებათ, რაც შემდეგ მუშაობის პროცესში პრობლემებს აჩენს. ჭიანურდება პროცესი, გადაწყვეტილებები მიიღება ადგილზე ნაჩქარევად, გაუაზრებლად, რაც ხარისხზე აისახება. მშენებლობა მოგეხსენებათ უნდა იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და ადამიანმა თავი დაცულად ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში უნდა იგრძნოს, სადაც ის ცხოვრობს თუ მუშაობს”, - ამბობს კომპანია "აპარტ ქონსთრაქშენის" დირექტორი მალხაზ ხოშტარია.








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები