მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო ნარჩენების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს სექტემბერში წარედგინება - მაია ბითაძე

644685eb03c78
ანუკა ჯოხაძე
24.04.23 17:53
944
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „ინერტული ნარჩენების“ მართვის შესახებ კანონპროექტს ამზადებს. ახალი რეგულაციის მიზანია, ინერტული ნარჩენი, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება, ეკონომიკაში ჩაბრუნდეს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე BM.GE-თან აცხადებს, ამ პროცესში მთავარი კომპონენტი ბიზნესის ჩართულობა იქნება.

მისი თქმით, კომიტეტი დონორ ორგანიზაციებთან ერთად დოკუმენტის პირველ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ, პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში წარედგინება.

მაია ბითაძე არ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოხდება ინერტული, სამშენებლო ნარჩენების რეგულირების პროცესში ბიზნესის ჩართვა, თუმცა ამბობს, რომ დღეს არსებული კონტროლის მექანიზმი არაეფექტიანია და აუცილებელია ახალი სქემის შემოღება.

“საბოლოო ეტაპზე ვართ პროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში. ეს კანონპროექტი შეიძლება იყოს ინოვაციური გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესის ჩართულობა აღსრულების ნაწილში უფრო დიდი წილით იყოს წარმოდგენილი, ვიდრე ეს ნარჩენების მართვის სხვა კომპონენტებშია.

ჯერჯერობით თავს შევიკავებ და წინასწარ ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი იქნება სამშენებლო ნარჩენების რეგულირება, სამშენებლო მოედანზე არსებული გრუნტის ნარჩენების რეგულირება, იმისთვის, რომ ის პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, ვგულისხმობ ყველგან დაყრილ და მიმოფანტულ სამშენებლო ნარჩენს, ერთხელ და სამუდამოდ როგორც პრობლემა, აღარ არსებობდეს.

მეორე კუთხით, თვითონ ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელების თემის აქტუალიზაცია მოხდეს. შეუძლებელია სახელმწიფოში, სადაც ასეთი მასშტაბურია სამშენებლო სექტორში განხორციელებული პროექტები, ჩვენ არ გვქოდეს ინერტული ნარჩენების მართვის სწორი სისტემა”, - აცხადებს მაია ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები