მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა, ექსპლუატაციაში მიღებული ფართობი – გაიზარდა

მშენებლობა

9 თვის განმავლობაში საქართველოში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა, ექსპლუატაციაში მიღებული ფართობი კი გაიზარდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში 8 597 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. აღნიშნული ნებართვები საერთო ჯამში 8.48 მილიონ კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ეხება, რაც წლიურად 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ნებართვების 70%-ზე მეტი მოდის მხოლოდ ოთხ რეგიონზე: თბილისი ლიდერობს 45.3%-ით, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 10.8%, კახეთი – 9.8% და აჭარა – 6.7%.

საქსტატის სტატისტიკის თანახმად, წელს გაცემული ნებართვები მოიცავს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობას.

ამავე პერიოდში ექსპლუატაციაში 2 452 ობიექტი მიიღეს, ჯამში 2.48 მილიონი კვ.მ ფართობით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია (თუმცა ობიექტების რაოდენობა 5.6%-ით ნაკლებია).

ექსპლუატაციაში მიღებული ფართობის ორ მესამედზე მეტი მოდის ისევ ოთხ ძირითად რეგიონზე: 34.8% თბილისზე, 12.7% მცხეთა-მთიანეთზე, 11.6% კახეთზე და 9.1% ქვემო ქართლზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები