მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Samsung-ის ათასობით თანამშრომელი გაფიცვით იმუქრება - რა არის მიზეზი?

samsung

სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგტეკში მდებარე ჩიპების ქარხანასთან Samsung Electronics-ის ათასობით თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილები ბონუსების გაზრდასა და კომპენსაციების გაცემის გამჭვირვალე სისტემის შექმნას ითხოვდნენ.

პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით, საპროტესტო ტალღას 40,000-მდე დასაქმებული შეუერთდა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, თანამშრომლები 21 მაისიდან 18-დღიან მასშტაბურ გაფიცვას გამოაცხადებენ. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამუშაო პროცესის შეწყვეტის ყოველი დღე კომპანიას $724 მილიონზე მეტი დაუჯდება.

როგორც ირკვევა, უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე კომპანიის მოგება რეკორდულად იზრდება, თუმცა ეს ფინანსური მაჩვენებლები თანამშრომელთა ანაზღაურებაზე არ აისახება. შეგახსენებთ, Samsung-ის განცხადებით, 2026 წლის პირველი კვარტალის საოპერაციო მოგებამ $41.4 მილიარდს მიაღწია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეული გიგანტის ხელმძღვანელობამ პერსონალს ბონუსის სახით აქციები შესთავაზა, თუმცა პროფკავშირებმა ეს წინადადება უარყო. მათი მოთხოვნა ბონუსების მაქსიმალური ზღვრის გაუქმება და მოგების სამართლიანი განაწილებაა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung-ის არამარტო ტელევიზორებს, ტელეფონებსა თუ სარეცხ მანქანებს, არამედ მეხსიერების ბარათებსა და AI ჩიპებსაც აწარმოებს. მათზე მოთხოვნა კი ბოლო წლებში მკვეთრადაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები