მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SAMSUNG-ის მოგება 35%-ით შემცირდა

samsung

2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია Samsung-ის საოპერაციო მოგება 35%-ით შემცირდა. სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი წლიური შედეგები დააფიქსირა, რაც პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერულ მოწყობილობებზე მოთხოვნის შემცირებასთან.

მოგეხსენებათ, პანდემიური ბუმის პერიოდში კომპიუტერებზე, ჩიპებსა და სმარტფონებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, თუმცა ცხოვრების ნორმალური წესის დაბრუნებასთან ერთად, გაჯეტების ბუშტიც ჩაიფუშა, რაც ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა.

საერთო ჯამში, IV კვარტალში Samsung-მა 2 მილიარდ 118 მილიონი დოლარის საოპერაციო მოგება მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. ასეთ დაბალ მოგებას ის განაპირობებს, რომ ჩიპების წარმოების დეპარტამენტი თითქმის $2-მილიარდიან ზარალზეა.

საგულისხმოა, რომ Samsung-ი მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონებით, ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ნივთებითაა ცნობილი, თუმცა კომპანიის მთავარი შემოსავლის წყარო მიკროჩიპები და მეხსიერების ბარათებია. მათი გაყიდვები კი კატასტროფულადაა შემცირებული, პროდუქციის უდიდესი ნაწილი კი 80%-ითაა გაიაფებული, რაც სწორედ ამ არასახარბიელო შედეგებს განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები