სეულის საოლქო სასამართლომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც უდანაშაულოდ ცნო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Samsung Electronics-ის თავმჯდომარე, ჯეი იონგ ლი.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება 2015 წელს მომხდარ შერწყმას უკავშირდება, რომლის გამო, 2017 წელს, ჯეი იონგ ლი ციხეშიც კი მოხვდა. გამოძიების იმდროინდელი დასკვნით, ჯეი იონგ ლიმ სამხრეთ კორეის იმდროინდელი პრეზიდენტის, გიუნ ჰაი პარკის ახლო გარემოცვის წევრი მოისყიდა, რის გამოც ხელისუფლებამ Samsung-ისა და Cheil-ის შერწყმაზე თვალი დახუჭა.
თავად შერწყმა Samsung-ის ინდუსტრიულ ჰოლდინგსა და ტექსტილის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Cheil Industries-ს შორის შედგა, რაც, გამომძიებლების შეფასებით, კომპანიების მაჟორიტარულ აქციონერებს ხელს უწყობდა, მაგრამ მინორიტარულ აქციონერებს - პრობლემას უქმნიდა. ამ შერწყმამდე, Cheil-ის აქციონერებს შორის ვხვდებოდით, როგორც ჯეი იონგ ლის, ასევე მასთან დაკავშირებული პირებს, მაგრამ იმ დროს, ეს პიროვნება ჯერ არ ფლობდა Samsung C&T-ის წილს, რომელიც, თავის წილ, Samsung Electronics-ის უმსხვილესი აქციონერია. 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ჯეი იონგ ლი და მასთან დაკავშირებული კომპანიები Samsung Electronics-ის 20.7%-იან წილს ფლობენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯეი იონგ ლი სამხრეთ კორეის უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $9.9 მილიარდად აფასებს.