მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ის საოპერაციო მოგება 18-ჯერ გაიზარდა

samsung

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის მეორე კვარტალის შემოსავალმა 171.5 ტრილიონი ვონი ($125 მლრდ.) შეადგინა, რაც წლიურად 130%-იან ზრდას ნიშნავს და ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 172.65 ტრილიონ ვონს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება.

აღსანიშნი ფაქტია, რომ კომპანიის საოპერაციო მოგებამ 89.5 ტრილიონი ვონი ($65 მლრდ.) შეადგინა, რამაც LSEG-ის ანალიტიკოსების ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი Samsung-მა 1 814%-ით გაზარდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეკორდული ფინანსური შედეგების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხელოვნური ინტელექტის სერვერებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა იყო, რამაც მეხსიერების ჩიპების სეგმენტში Samsung-ის მიერ წარმოებული DRAM-ებისა და NAND-ების გაყიდვები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდა. საუბარია პროდუქციაზე, რომელიც Nvidia-ს Vera Rubin-ის პლატფორმისა და სხვა მაღალტექნოლოგიური AI პროცესორების ფუნქციონირებისთვის იწარმოება.

საყურადღებოა, რომ დადებითი შედეგების ფონზე წლის მეორე ნახევარში სამხრეთკორეული მწარმოებელი სერვერებისთვის განკუთვნილი მეხსიერების ბარათების მიმართულებასა და AI ინფრასტრუქტურაში კაპიტალური დანახარჯების ზრდას გააგრძელებს. მენეჯმენტი მოელის, რომ აგენტური AI-ს ტექნოლოგიების დანერგვა სერვერული DRAM-ის, eSSD მეხსიერების და HBM ჩიპების მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის და გაზრდის მათ შემოსავლებსაც

ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ხუთშაბათს დილით, Samsung-ის აქციების ფასი 1.6%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები