მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SAMSUNG-მა ბირჟიდან $7 მილიარდის აქციების გამოსყიდვა დააანონსა

samsung

სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის ხელმძღვანელობამ საფონდო ბირჟიდან 7 მილიარდი დოლარის აქციების გამოსყიდვა დააანონსა, რასაც კომპანიის შეფასების ზრდა მოჰყვა და ამჟამად, მისი კაპიტალიზაცია 270 მილიარდ დოლარს აღწევს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ შესყიდვა სტიმულს მისცემს აქციებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს დაეხმარება კომპანიის დამფუძნებელ ოჯახს, გააძლიეროს საკუთარი კონტროლი კომპანიაზე, რაც ინვესტორებისთვის სასიხარულო ნამდვილად არ არის.

„ეს მოულოდნელი შესყიდვა პოზიტიური სიურპრიზია ჩვენთვის და გვჯერა, რომ Samsung-ის მენეჯმენტი აქტიურად ცდილობს აქციების ფასის შემდგომი ვარდნის თავიდან აცილებას,“ - აღნიშნა JPMorgan Chase-ის ანალიტიკოსმა, ჯეი კვონმა.

შესყიდვის გეგმა ასევე დაკავშირებულია სამხრეთ კორეის მთავრობის გეგმასთან, რომელიც ადგილობრივი საფონდო ბირჟის განვითარებას და ბაზრისთვის დამატებითი სტიმულის მიცემას გეგმავს.

სმარტფონების ბაზარზე დომინაციის და ბოლოდროინდელი აღმასვლის მიუხედავად, ერთწლიან პერიოდში Samsung-ის კაპიტალიზაცია 28%-ითაა შემცირებული, რაც მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები