კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის საბაზრო შეფასებამ ისტორიული მნიშვნელობის რეკორდულ ნიშნულს, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
1-წლიან პერიოდში Samsung-ის აქციების შეფასება თითქმის 300%-ით არის გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია AI-ბუმის გამო, მეხსიერების ბარათებზე გაზრდილ მოთხოვნასთან, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი სწორედ კორეული გიგანტია.
ამასთან, ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის გაზრდილი ინტერესი კორეის საფონდო ბირჟის მიმართ, რაც სამთავრობო ცვლილებებს და აზიის მიმართ ბაზრის სენტიმენტის ცვლილებას უკავშირდება.
აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მიმდინარე კვირას Samsung-მა თავისი ფლაგმანური მოწყობილობების ახალი სერია Galaxy S26 წარადგინა, რომელიც ინვესტორებმა საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს.




























